• July

    8

    2025
  • 49
  • 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქე, 2004 წელს დაბადებულები: ვ.დ. და ი.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მიერ თორმეტ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. კიდევ ერთი ლოკაციიდან ასევე ამოღებულია პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ოცი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია ელექტროსასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor