• March

    12

    2025
  • 77
  • 0
ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ იწყება

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ იწყება

პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელიც სკოლებში სამხედრო მოსამსახურეების მოსწავლეებთან შეხვედრასა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, მარტის ბოლოდან კვლავ განახლდება. დღეს პროექტში ჩართული სამხედრო სპიკერები გენერალურ შტაბში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და თავდაცის ძალების მთავარ სერჟანტს, მთავარ სერჟანტ გიორგი გოგოჭურს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე სპიკერებმა გენერალური შტაბის წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინეს და საბოლოო საკითხებზე იმსჯელეს.

პროექტის დახვეწისა და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვის მიზნით, შეიცვალა „ჩვენი ჯარის“ პრეზენტაცია, გადამზადდნენ სამხედრო სპიკერები და მომზადდა ახალი ვიდეორგოლები.

პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის საჯარო სკოლებს მოიცავს. „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor