• November

    16

    2024
  • 72
  • 0
ახალგაზრდების გამოყენებას ოპოზიცია ბინძურად ცდილობს და უნივერსიტეტებში შევარდნებს აორგანიზებს ?

ახალგაზრდების გამოყენებას ოპოზიცია ბინძურად ცდილობს და უნივერსიტეტებში შევარდნებს აორგანიზებს ?

,,GEO NEWS”-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, გუშინ დაწყებული ფსევდო პროტესტი ბათუმის უნივერსიტეტში, რომელსაც გახარია-ხაზარაძის ახალგაზრდულის წევრებით ჰქონდა სული “შთაჰბერილი”, დღეს დედაქალაქს მოედო და პირდაპირ ,,თსუ” – ში დურთა თავი. ,,გახარიისტის” და ,,ხაზარაძიისტის” რამდენიმე პროვოკატორმა ახალგაზრდა აქტივისტმა, ,,თსუ”-ში ღამის დაბუდება ვერ მოასწრო, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ საკუთარ ”სამჭედლოში ილიაუნიში” შეაღწია და იქ დასცა ბანაკი.

გუშინ ჯგუფ „დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მალევე დასრულდა, თუმცა, სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გასათევად დარჩა.

ამასთან, რამდენიმე სტუდენტი ღამის გათევას ,,თსუ”-ს შენობის წინ აპირებდა, რადგან, როგორც ცნობილია, ისინი შენობაში არ შეუშვეს.

საბოლოოდ, ახალგაზრდებმა, აქცია დღეს, 11:00 საათზე, ცესკოსთან დააანონსეს, სადაც, მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმს შეაჯამებს.

ერთ-ერთი სტუდენტის, „დაფიონის” წევრის, გიორგი დუმბაძის თქმით, არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად შემოიტანონ.

მისივე თქმით, ყველა პროცესი, რომელიც დაწყებულია, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

,,ცესკომ გამოაცხადა, რომ 16 ნოემბერს აპირებს არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნა გამოიტანოს, რომელსაც, გარდა „ქართული ოცნებისა”, რუსეთისა და ნიკარაგუისა, ყველა თვლის, რომ გაყალბებულია. ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან ვიქნებით ამ დასკვნის მოლოდინში. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად შემოიტანოს. ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი დაწყებულია, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”,- განაცხადა გიორგი დუმბაძემ.

ჩვენი წყაროს მტკიცებით, ხაზარაძე ბინძურ თამაშს თამაშობს, რაკიღა არჩევნებში დიდი თანხა დახარჯა, შესაბამისად ცდილობს ნებისმიერი ხერხით და მეთოდით ახალგაზრდები გასვაროს და საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, რაც მხოლოდ ამორალური პოლიტიკოსის ნიშანია, ვისაც ყველა ორიენტირი დაკარგული აქვს.

,,ჯენზის” წევრების უმრავლესობასაც ხაზარაძე აფინანსებს. ვინც ეგ ორგანიზაცია დაარსა სწორედ ის იყიდა ხაზარაძემ და ახლა მისი მეშვეობით ახალგაზრდების აბუნტებას ცდილობს”,- ამტკიცებს წყარო. 

p.s. როგორც ჩანს, უშედეგო და წარუმატებელი ე.წ. დიდი აქციების მერე, რაც თავის არსში ბლოკირებებს, კარვებს და ,,ზღვა ხალხს” გულისხმობდა, ამჯერად გაყიდულმა ოპოზიციამ შედარებით მცირე ბიუჯეტიანი აქციების აგორება ახალგაზრდების გამოყენებით სცადა, რაც ისევე უპერსპექტივოა, როგორი უპერსპექტივოც აღმოჩნდა ზემოთ ხსენებული ,,ურა პატრიოტული” სირბილი რუსთაველზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მომავალი თაობის ზონდირებაზე და ამით პოლიტიკური ბენეფიტის მიღებაზე არაერთი ოპოზიციური ძალა მუშაობს, ჩვენი ჭეშმარიტი რწმენაა ის, რომ ამ ახალგაზრდათა გონებაში საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი საქართველოსთვის სასარგებლო არჩევანს გააკეთებენ.

ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor