
ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესში ჩართვაში მხილებული მევახშე ხაზარაძე ამჯერად ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს ?
მას შემდეგ რაც მევახშე ხაზარაძის პარტია თავისუფალი ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში იქნა მხილებული, მისი სამიზნე ამომრჩეველი გახდა. ,,ლელო” ამომრჩეველს ატყუებს – გამარჯვების შემთხვევაში 1000 ლარიან პენსიას ჰპირდება. თუმცა პარტიაში არ აკონკრეტებენ, როგორ ესახებათ ამ დაპირების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ეკონომიკა გაიზარდა, შემცირდა სიღარიბე და უმუშევრობა.
დიახ, 1000 ლარიანი პენსიის გაცემა ასეთი ეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვა პროექტების დაფინანსება იგივე, ინფრასტრუქტურული პროექტების, თავდაცვის და ა.შ შემცირდება, მოაკლდება თანხები.
ვიმეორებთ, ხაზარაძის ,,ლელო” თავის ამომრჩეველს ატყუებს, თუმცა ეს მათი მხრიდან პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის.
მოდით, მამუკა ხაზარაძის წარსულ საქმიანობას და განცხადებებს გადავავლოთ თვალი:
მან მაშინაც მოიტყუა, როცა თქვა, რომ ანაკლიის პორტში პირველი გემი 2020 წელს უნდა შესულიყო, თუმცა დღეს 2024 წელია და დაპირება შეუსრულებელი დარჩა.
მევახშე ხაზარაძის პარტიასთან კითხვები უჩნდება ,,ქართულ ოცნებას”, თუ როგორ ესახებათ 1000 ლარიანი პენსიის ზრდა და აქვე სახელისუფლებო გუნდი ხაზარაძეს წარსულ საქმიანობასაც ახსენებს. თუმცა როგორც ირკვევა, ხაზარაძე გამარჯვების სურვილით იმდენად არის შეპყრობილი, რომ ყველაფერზე მიდის. მაგრამ ის დიდი ხანია მარცხისთვისაა განწირული. და ამას ხაზარაძე და კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” 26 ოქტომბერს კარგად დაინახავს. ასე რომ, ახლა ხაზარაძესა და მის დამქაშებს სხვა აღარაფერი დარჩენიათ და მსგავსი დაპირებებით ცდილობენ ხმების მობილიზებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ირაკლი გუნია





