• February

    15

    2025
  • 75
  • 0
ახალგაზრდებს ამოფარებული პროვოკატორი ოპოზიცია უცხოური დაფინანსების სრულად ამოწურვის მიზნით რეგიონებში ბოდიალს განაგრძობს

ახალგაზრდებს ამოფარებული პროვოკატორი ოპოზიცია უცხოური დაფინანსების სრულად ამოწურვის მიზნით რეგიონებში ბოდიალს განაგრძობს

14 თებერვალს, თბილისში, ახალგაზრდების ნაწილმა აქცია გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგობას.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდული ჯგუფები „დაფიონი“ და „ტალღა“.

მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს რუსთაველის გამზირიდან, გაიარეს თავისუფლების მოედანი და იუსტიციის სახლი, შემდეგ კი გმირთა მოედანზე მივიდნენ, სადაც დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან საზეიმო ფიცი დადეს, პირობა დადეს, რომ დაიცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. აქციის სლოგანები იყო: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ და „წინ ევროპისკენ!“.

გუშინვე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 15 თებერვალს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება, რაც მიუთითებს სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებაზე და საზოგადოების მზარდ მოთხოვნაზე ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მიმართულებით.

საერთო ჯამში, ქვეყნის მტრების აზრით, 14 თებერვლის ახალგაზრდების აქცია გამოხატავს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში, თუმცა, გაუგებარია, სიტყვა დემოკრატია მათთვის რას ნიშნავს, როდის შესუსტდა საქართველოში დემოკრატია ?

საქართველო ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც საზოგადოებას წინა რეჟიმისგან განსხვავებით, არც ქუჩაში ხოცავენ და არც საპყრობილეებში აწამებენ, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არავის უზღუდავენ და ადამიანების უფლებები დაცულია. თუმცა, ასე სურს კოლექტიურ დასავლეთს და მოღალატე ოპოზიციას, რომელიც მათ დაკვეთას ასრულებს, მუდამ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს და ახალგაზრდების ნაწილს თავისი მიზნებისთვის იყენებს.

გუშინ, სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს, ერთი სიტყვით, ყველანაირად ცდილობდნენ პოლიციის წყობილებიდან გამოყვანას, თუმცა უშედეგოდ. 

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები უკვე 79-ე დღეა პროტესტის ნიშნად უწყვეტად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეების არჩევანს პატივს არ სცემენ.

რომელ ახალ არჩევნებზეა საუბარი, როცა მოსახლეობის უმეტესობამ 26 ოქტომბერს არჩევანი უკვე გააკეთა, თანაც მშვიდობისა და ქვეყნის კეთილდღეობის სასარგებლოდ. თუმცა, ეს ამ სუბიექტებს საერთოდ არ აინტერესებთ, რაც მათ რეალურ სახეს ნათლად ააშკარავებს.

ისინი თავისას არ იშლიან და პროტესტის მე-80 დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციების გამართვას აპირებენ.

კერძოდ, თბილისში, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია „საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ!“. აქციის მონაწილეები მოგვიანებით მსვლელობას შეუერთდებიან.

18:00 საათიდან, ევროპის მოედნიდან მსვლელობა: „არა რუსულ დიქტატურას!”

19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

20:00 საათზე, აქცია საქართველოს პარლამენტთან.

ასევე, 20:00 საათზე, “პროფესიების პროტესტი რუსთაველზე“ – ჯანდაცვის სექტორი პარლამენტთან;

21:00 საათზე, საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ.

რაც შეხება რეგიონებს, 12:00 საათზე, ბათუმიდან სარფში (ევროპის მოედნიდან) გაიმართება მსვლელობა;

18:00 საათზე, მსვლელობა: „არა რუსულ დიქტატურას!“ (ცენტრალური პარკის კოლონადები);

19:00 საათზე, გაიმართება აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში!“

13:00 საათზე, სარფში გაიმართება „რეჟიმის ტყვეების მხარდამჭერი“ აქცია;

ზუგდიდში, 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ – „ბრძოლა გამარჯვებამდე“

18:00 საათზე, თელავში მერიის წინ უწყვეტი პროტესტი;

ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“

ჩხოროწყუში, 20:00 საათზე, მერიის წინ, “გაბედე პროტესტი ყოველდღე!“

ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, 18:00 საათზე, „არა რუსულ რეჟიმს!“

გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე, აქცია სახელწოდებით “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“

დასასრულ, ვიტყვით შემდეგს : იარონ, ეს მათი უფლებაა, თუმცა ბოდიალით, რომ საქმე კეთდებოდეს, ალბათ, დღეს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ე.წ. ,,ციგნებს” ექნებოდათ, რომას ხალხს.

ამასობაში, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნავს და ყოველ დღე კონკრეტულ და პროგრესულ ნაბიჯებს დგამს. 

მოამზადა-თამთა მაისურაძემ 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor