• November

    5

    2024
  • 61
  • 0
ახმეტის მუნიციპალიტეტში 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს.

ხოხბების გაშვების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ველური ბუნების სააგენროს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მონაწილეობდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტს კოლხური ხოხბები საჩუქრად ორგანიზაცია „აგრო ქართუმ“ გადასცა.

კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და ველურ ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს მისი პოპულაციის მომრავლებასა და აღდგენას.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება და მათი ბუნებაში გაშვება ხორციელდება. 2020 წელს ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებსა და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor