• October

    8

    2023
  • 112
  • 0
ბადრი ჯაფარიძე : „ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ამ ისტორიულ მომენტში

ბადრი ჯაფარიძე : „ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ამ ისტორიულ მომენტში

„ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ამ ისტორიულ მომენტში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„სასამართლო სამწუხაროდ, დიდი გავლენის ქვეშ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან და მართვადიც არის, როცა მათ ეს სჭირდებათ, ამიტომ დიდი იმედები საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით მე არ გამაჩნია. დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. აქ ამოცანა ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ისტორიულ მომენტში. ალბათ, თუ დაინახავენ, რომ იმპიჩმენტი შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ამისთვისაც მაქსიმალურად იზრუნებენ.

„ქართული ოცნების“ როგორც მმართველი ძალის მიმართ მაქვს უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან ის ატარებს რუსული პოლიტიკისთვის მოსაწონ პოლიტიკას ჩვენ ქვეყანაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor