• January

    28

    2025
  • 89
  • 0
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და სამი სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და სამი სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის სამ სტუდენტს და დეკანს პატიმრობა 5 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა, ერთი სტუდენტი კი კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ წინა სასამართლო სხდომაზე მიიღო.

აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა მოითხოვა.

პატიმრობაში დარჩენილი ერთი სტუდენტის, ანრი კაკაბაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვალა, რადგან ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე გათავისუფლებული იყო. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლემ იგი პატიმრობაში.

ცნობისთვის, საქმე ეხება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ოთხი სტუდენტი და ფაკულტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძესა და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. სტუდენტებისა და ლექტორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ დაკავებული სტუდენტები აქციებზე აქტიურობის გამო დასაჯეს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor