• October

    22

    2025
  • 45
  • 0
ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.

ევროპის გალაცერემონია დღეს იტალიაში გაიმართება. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება.

ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ნომინირებულია ევროპის ისეთ ქალაქებთან ერთად, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ა.შ.

World Travel Awards-ი 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებების გამოვლენასა და დაჯილდოებას. დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველწლიურად ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor