
ბათუმში დაკარგულ მოზარდს 16 იანვრიდან უშედეგოდ ეძებენ
ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძე სახლიდან (ბათუმიდან) მიმდინარე წლის 16 იანვარს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
სად შეიძლებოდა წასულიყო მოზარდი, ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს.
სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.
ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით დაკარგულის ოჯახს: 555 105 500
მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ