
ბათუმში, დაღუპული ბავშვები დღეს დაკრძალეს…
უმძიმესი დღეა – ბათუმში, დაღუპული ბავშვები დღეს დაკრძალეს.
სამძიმარზე მთავრობის წევრები და რეგიონის პირველი პირი იმყოფებოდა. მათ დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ გულწრფელად მიუსამძიმრეს.
შეგახსენებთ, უმძიმესი ტრაგედია 15 თებერვალს მოხდა. ბავშვები ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დასახლების მაცხოვრებლების დიდი ნაწილი უკვე გამოკითხა.
,,GEO NEWS” უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ