
- By Keti Khomeriki
- In რეგიონები, სამართალი
ბათუმში კაცის ცხედარი იპოვეს!
ბათუმში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ადგილიდან ,,GEO NEWS”-ის კორესპონდენტი.
შემთხვევა ე.წ. გოროდოკის უბანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ირკვევა, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება და ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ




