• February

    16

    2025
  • 191
  • 0
ბათუმში, მომხდარი მძიმე ტრაგედიის კვალად, ცოტნე ანანიძე შეუფასებელ ადამიანურ დანაკარგსა და ოჯახებისადმი თანადგომაზე საუბრობს 

ბათუმში, მომხდარი მძიმე ტრაგედიის კვალად, ცოტნე ანანიძე შეუფასებელ ადამიანურ დანაკარგსა და ოჯახებისადმი თანადგომაზე საუბრობს 

გუშინ, უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ერთ-ერთ დასახლებაში, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.

ამ უმძიმეს ტრაგედიას მთელი საქართველოს მხრიდან თანაგრძნობისა და თანადგომის გამოხატვა მოჰყვა. მომხდარის კონკრეტულ მიზეზებს სათანადო კომპეტენციის მქონე ორგანოები იძიებენ და დარწმუნებული ვართ, ჭეშმარიტება მყისიერად დადგინდება.

,,GEO NEWS” ,,ქართული ოცნების” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს და ჩვენს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რესპონდენტს, ბატონ ცოტნე ანანიძეს დაუკავშირდა და მომხდარზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

ბატონო ცოტნე, მთელი საქართველო შეძრულია გუშინ მომხდარი მძიმე ტრაგედიით, რომელმაც ორი პატარა ანგელოზის სიცოცხლე წაგვართვა. რას ეტყოდით ბათუმელებსა და სრულად საქართველოს ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ?

-უმძიმესი ტრაგედია შეუფასებელი დანაკარგით, რომელმაც დაგვავიწყა ყველა და ყველაფერი.

ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, ბათუმსა და სრულიად საქართველოს.

,,GEO NEWS” თანაზიარია ბატონი ცოტნეს ტკივილით გაჯერებული სიტყვებისა, რაც მომხდარი ტრაგედიის მასშტაბსა და სიმძიმეზე მიგვანიშნებს.

გარდაცვლილი პატარა ანგელოზების ახლობლებს სულიერ სიმტკიცესა და მხნეობას ვუსურვებთ და მათთან ერთად ვდგავართ ამ მძიმე დროს.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor