• December

    7

    2024
  • 66
  • 0
ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი – მეგობრებო, ყველანი შეიძლება განსხვავებულ მხარეს ვდგავართ, მაგრამ მშვიდობას, შერიგებას, არ შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა, ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ

ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი – მეგობრებო, ყველანი შეიძლება განსხვავებულ მხარეს ვდგავართ, მაგრამ მშვიდობას, შერიგებას, არ შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა, ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ

მეგობრებო, შეიძლება ყველანი განსხვავებულ მხარეს ვდგავართ, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, მშვიდობას, შერიგებას, სამართლიანობას, მეგობრობას არ შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა, ერთი პატარა ქვეყანა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ, – ამის შესახებ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებდა და ახლაც გაიმარჯვებს.

„მეგობრებო, შეიძლება ყველანი განსხვავებულ მხარეს ვდგავართ, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, ყველანი ღმერთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი, თქვენც, მეც, ვინც გიყვართ, ვინც არ გიყვართ. მშვიდობას, შერიგებას, სამართლიანობას, მეგობრობას არ შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა. ერთი პატარა ქვეყანა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ, განსხვავებულები, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მუსლიმები, ებრაელები, ქრისტიანები – სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, მაგრამ ერთნი ვართ, რადგან ყველანი ღმერთის სახედ და ხატად ვართ შექმნილი. გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, არის ღმერთის სახე და ხატი. თუ ამ ქალაქში ვინმეს სცემენ, იცოდეთ, რომ სცემენ ღმერთს, ურტყამენ ღმერთს, რადგან ყველანი ღმერთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი. ჩვენი სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ არიან დევნილი, შევიწროებული, ნაწამები, ნაცემი. ყველამ უნდა იცოდეს, სამართლიანობას ალტერნატივა არ აქვს. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ყოველთვის იმარჯვებდა და ახლაც გაიმარჯვებს. ვიდგეთ ყველანი სამართლიანობის, მშვიდობის, ერთგულების, სიყვარულის სამსახურში. თქვენც, ჩვენც, ყველამ ერთად ვაშენოთ ეს საქართველო, რომელსაც დღეს, როგორც არასდროს სწყურია სიცოცხლე, თავისუფლება, სიყვარული, სილაღე. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ღმერთმა დაგვლოცოს ჩვენ, ყველა, ვინც ამ ცისქვეშეთში ვართ. ამინ!“ – განაცხადა ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor