
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა
რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო ხმის მიცემის პროცესი ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მოქალაქემ ვერიფიკაციის აპარატები დააზიანა, რამაც საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესის დროებით შეჩერება გამოიწვია.
თემას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით,ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა და მოქალაქის მიერ მიზანმიმართულად დაზიანებული ვერიფიკაციის აპარატები ახლით ჩანაცვლდა.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





