• January

    27

    2025
  • 77
  • 0
ბელარუსის საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, ევროპელი ლიდერების შეფასებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო

ბელარუსის საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, ევროპელი ლიდერების შეფასებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო

საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. წინასწარი შედეგებით, ლუკაშენკომ ხმების 86.8% მიიღო.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

„ბელარუსელ ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. ეს მწარე დღეა ყველასთვის, ვისაც თავისუფლება და დემოკრატია სწყურია“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი X-ზე.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ბლოკი განაგრძობს „შემზღუდავი ზომების გამოყენებას რეჟიმის წინააღმდეგ“, ამავდროულად განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია დასავლეთს მოუწოდებს, გააფართოოს სანქციები იმ ბელარუსული კომპანიებისა და პირების მიმართ, რომლებიც „ლუკაშენკოს ოპონენტების რეპრესიებში“ მონაწილეობენ.

„ვიდრე ბელარუსი ლუკაშენკოსა და პუტინის კონტროლის ქვეშ იქნება, მთელი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მუდმივი საფრთხე ექნება“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor