• September

    5

    2024
  • 71
  • 0
ბელარუსში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს

ბელარუსში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს

ბელარუსის სამხედროებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება მოხდა, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული დრონები.

„წუხელ ღამით, 5 სექტემბერს, დაფიქსირდა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატების მიერ“, – ნათქვამია ბელარუსის საჰაერო ძალების მეთაურის პირველი მოადგილის განცხადებაში.

„მივიღეთ გადაწყვეტილება მათი განადგურების შესახებ. საჰაერო თავდაცვის ძალების დროული მოქმედებით შედეგად ყველა სამიზნე განადგურდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მან არ დააზუსტა, ვისი იყო ეს უპილოტო საფრენი აპარატები, გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, წუხელ ღამით რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შეღწევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მონიტორინგის პროექტმა, „ბელარუსკი ჰაიუნმა“. მათი ინფორმაციის მიხედვით, შაჰედის ტიპის „კამიკაძე“ დრონები გამანადგურებლებმა გომელის მახლობლად ჩამოაგდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor