
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბელარუსში რუსეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო ხუთშაბათს პოლონეთი ბელარუსთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს
ხუთშაბათს პოლონეთი ბელარუსთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს, რისი მიზეზიც რუსეთის ხელმძღვანელობით ბელარუსში დაგეგმილი სამხედრო წვრთნებია, – შესაბამის ინფორმაციას პოლონეთის ხელისუფლება ავრცელებს.
„პარასკევს, რუსეთ-ბელარუსული მანევრები, რომლებიც სამხედრო დოქტრინის თვალსაზრისით ძალიან აგრესიულია, ბელარუსში, პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იწყება. ამიტომ ეროვნული უსაფრთხოების მიზნით ჩვენ დავხურავთ ბელარუსთან საზღვარს, მათ შორის სარკინიგზო გადასასვლელებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემირ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთისა და ბელარუსის მასშტაბურმა სამხედრო წვრთნებმა, რომელიც ცნობილია, როგორც Zapad-ი, პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში შეშფოთება გამოიწვია.





