
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემა მიმდინარეობს
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემა მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, წინასწარი ხმის მიცემის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ აქტივობა 35,99% შეადგენს. კერძოდ, ბრესტის ოლქში – 37,78%, ვიტებსკის ოლქში – 36,52%, გომელის ოლქში – 36,57%, გროდნოს ოლქში – 35,61%, მინსკის ოლქში– 36,50%, მოგილევის ოლქში – 35,92 %, მინსკში კი 33.66%.
წინასწარი ხმის მიცემა 21 იანვრიდან 25 იანვრამდე გაგრძელდება.
წინასწარი ხმის მიცემით სარგებლობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც 26 იანვარს, საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ შეძლებენ.
წინასწარ ხმის მიცემის დროს საარჩევნო უბნები 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, შესვენების გარეშე მუშაობენ.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართება. ამომრჩეველი ხმის მიცემას ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეძლებს.
მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს.
„ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ლამაზი და მყუდრო იყოს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის“, – განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში, საპრეზიდენტო მარათონის დასკვნით ღონისძიებაზე.
მისივე თქმით, ბელარუსი გააგრძელებს ურბანული უბნებისა და სოფლების, გზებისა და ქარხნების, მეტროსადგურების და სკოლების მშენებლობას, ასევე სოფლის მეურნეობის მოდერნიზებას, მეცნიერების, განათლებისა და მედიცინის განვითარებას.
„ეს გაგრძელდება. და რაც მთავარია, ჩვენ აუცილებლად შევუნარჩუნებთ შთამომავლობას მშვიდობიან ცას“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.





