• March

    15

    2026
  • 50
  • 0
ბელგიის პრემიერ-მინისტრი – ვერ შევძელით პუტინის დაშინება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, ვერც – რუსეთის ეკონომიკურად მოგუდვა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ შეთანხმების მიღწევის მეთოდი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი – ვერ შევძელით პუტინის დაშინება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, ვერც – რუსეთის ეკონომიკურად მოგუდვა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ შეთანხმების მიღწევის მეთოდი

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მისცენ ევროკავშირს მანდატი, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან მშვიდობის შეთანხმების მისაღწევად, რადგან ამ დრომდე ვერ მოხერხდა მოსკოვის იძულება, უარი თქვას უკრაინაში ომზე.

ამის შესახებ ბარტ დე ვევერმა ბელგიურ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომლიდანაც ციტატას „ევრაქტივი“ ავრცელებს.

„ვინაიდან ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ვლადიმერ პუტინის დაშინება, ვერ შევძელით მისი ეკონომიკურად მოგუდვა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ ერთი მეთოდი რჩება – შეთანხმების მიღწევა“, – თქვა ბელგიის პრემიერ მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთის „მუხლებზე დაყენება“ შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ის „100%-იანი მხარდაჭერის“ შემთხვევაში, თუმცა დე ვევერი მიიჩნევს, რომ აშშ სრულად არ დგას უკრაინის მხარეს და ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ისინი „უფრო ახლოს არიან პუტინთან“, ვიდრე ზელენსკისთან.

„მოსკოვთან მოლაპარაკებების მანდატი თუ არ გვექნება, ჩვენ არ ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ამერიკელები უკრაინას შეთანხმების მიღებისკენ უბიძგებენ და უკვე ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ცუდი შეთანხმება იქნება“, — განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor