• January

    13

    2025
  • 89
  • 0
ბელგრადში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ბელგრადში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

სერბეთის დედაქალაქში ათი ათასობით დემონსტრანტი ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა.

ბელგრადში აქციის მონაწილეებმა 15 წუთის განმავლობაში დუმილით პატივი მიაგეს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. აქციის მონაწილეები ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

საპროტესტო აქცია ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააორგანიზეს. ისინი სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

დემონსტრანტები მმართველ პარტიას, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ, რასაც პარტია და პრეზიდენტი უარყოფენ.

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ითხოვენ სადგურის განახლებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას და მომხდარზე პასუხისმგებელი პირებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ყოველდღიურად სტუდენტები 15 წუთით ბლოკავენ საავტომობილო მიმოსვლას თავიანთი ფაკულტეტების შენობის წინ 15 მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად.

ნოვი სადის რკინიგზის ახლად განახლებული სადგურის სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ. სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor