• March

    11

    2024
  • 106
  • 0

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-ის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ, ვერ დავუშვებთ, რომ გადარჩეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმდა აშშ-ის პრეზიდენტთან, რომ „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია, ეს კი რაფაჰში შესვლის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ჟურნალისტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რაფაჰზე შეტევა აშშ-ისთვის „წითელი ხაზია“, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ხელშეუხებლად დატოვება ისრაელისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.

„აშშ-ის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. ჩვენ ვერ დავტოვებთ „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „ჰამასი“ გადარჩეს. ჩვენ მუხრუჭს ფეხს არ დავაჭერთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor