• September

    9

    2025
  • 45
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – დოჰაში „ჰამასის“ მთავარი ლიდერების წინააღმდეგ ოპერაცია ისრაელმა დაიწყო, განახორციელა და სრული პასუხისმგებლობაც აიღო

ბენიამინ ნეთანიაჰუ – დოჰაში „ჰამასის“ მთავარი ლიდერების წინააღმდეგ ოპერაცია ისრაელმა დაიწყო, განახორციელა და სრული პასუხისმგებლობაც აიღო

დღევანდელი ქმედება „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მთავარი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით,  ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელმა სრულად აიღო.

„დღევანდელი ქმედება „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მთავარი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო. ოპერაცია ისრაელმა დაიწყო, ისრაელმა განახორციელა და სრული პასუხისმგებლობაც თავად ქვეყანამ აიღო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„სქაი ნიუსი“ იტყობინება, რომ დოჰაში ისრაელის სამიზნეში „ჰამასის“ ხუთი წარმომადგენელი: ხალილ ალ ჰაია, ხალედ მაშალი, მუჰამედ დარვიში, რაზი ჰამადი და იზატ ალ-რიშკი მოექცა.

მედიის ინფორმაციით, ხალილ ალ ჰაია, რომელიც ადრე „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

მანამდე „თაიმს ოფ ისრაელმა“ ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ დოჰაში „ჰამასის“ მაღალჩინოსანზე თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტმა მწვანე შუქი აუნთო.

ცნობისთვის, კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor