• September

    23

    2024
  • 46
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვანადგურებთ ასობით რაკეტასა და იარაღს, რომელიც ისრაელისა და ისრაელელი მოქალაქეებისკენ არის მომართული

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვანადგურებთ ასობით რაკეტასა და იარაღს, რომელიც ისრაელისა და ისრაელელი მოქალაქეებისკენ არის მომართული

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ „ჩრდილოეთით ძალთა ბალანსის შესაცვლელად“ ჰეზბოლას რაკეტების განადგურებით.

ნეთანიაჰუმ აღნიშნულის შესახებ თელ ავივში, კირიას სამხედრო შტაბის სამეთაურო ოთახში განაცხადა.

„მინდა, განვმარტო მათ გასაგონად, ვინც ჯერ ვერ მიხვდა – ჩვენ არ ველოდებით საფრთხეს, ჩვენ მას წინასწარ აღვკვეთთ, ნებისმიერ დროს და ადგილას. ვინც შეეცდება ზიანი მოგვაყენოს, უფრო მეტად დაზიანდება. პირობა დავდე, რომ შევცვლიდით უსაფრთხოების ბალანსს, ძალთა ბალანსს ჩრდილოეთით. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. ვანადგურებთ ასობით რაკეტას და იარაღს, რომლებიც ისრაელის და ისრაელელი მოქალაქეებისკენაა მომართული“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor