• October

    2

    2024
  • 72
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვიმყოფებით ომის შუაგულში ირანის ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს, ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ერთად დავდგებით და ღვთის დახმარებით ერთად გავიმარჯვებთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვიმყოფებით ომის შუაგულში ირანის ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს, ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ერთად დავდგებით და ღვთის დახმარებით ერთად გავიმარჯვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ ლიბანში დაღუპული რვა ისრაელი ჯარისკაცის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ჩვენ ვიმყოფებით ომის შუაგულში ირანის ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს. ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ერთად დავდგებით და ღვთის დახმარებით ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ისრაელი დააბრუნებს სამხრეთში გატაცებულებს, ჩრდილოეთში მცხოვრებლებს და უზრუნველყოფს ისრაელის მარადიულად არსებობას.

ცნობისთვის, სამხრეთ ლიბანში შეტაკებებისას რვა ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციაში ორი დივიზია მონაწილეობს. თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხედროები სამხრეთ ლიბანში „შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზნობრივ რეიდებს“ ატარებენ, რომელთა მიზანია სასაზღვრო ზონაში მოძრაობა „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor