• October

    17

    2023
  • 83
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ ვლადიმერ პუტინს – ისრაელი არ გაჩერდება მანამ, სანამ „ჰამასის“ შესაძლებლობებს არ გაანადგურებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვლადიმერ პუტინს – ისრაელი არ გაჩერდება მანამ, სანამ „ჰამასის“ შესაძლებლობებს არ გაანადგურებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაჩერდება მანამ, სანამ „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს არ გაანადგურებს, – ინფორმაციას CNN-ის ისრაელის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს თავს დაესხნენ ბოროტი და სასტიკი მკვლელები. ისრაელმა მათ ომი გამოუცხადა და არ გაჩერდება, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს დიპლომატიური საშუალებებით კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუმდე რუსეთის პრეზიდენტი პალესტინის ხელისუფლების, სირიის, ირანისა და ეგვიპტის ლიდერებს ესაუბრა და ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor