• September

    8

    2024
  • 57
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძიმე დღეა, ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მოქალაქე, გარშემორტყმული ვართ მკვლელი იდეოლოგიით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძიმე დღეა, ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მოქალაქე, გარშემორტყმული ვართ მკვლელი იდეოლოგიით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმა, რომლის დროსაც ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა.

ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს ისრაელისთვის ძალიან მძიმე დღეა.

„ეს ძალიან მძიმე დღეა. ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ გარშემორტყმული ვართ მკვლელი იდეოლოგიით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან თავდასხმის დროს ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა. თავდამსხმელი ტერიტორიაზე იორდანიიდან, სატვირთო მანქანით შევიდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. ისრაელმა იორდანიასთან ყველა სახმელეთო გადასასვლელი დახურა. ამასთან, იორდანია აცხადებს, რომ დახურა საზღვარი და ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor