• September

    12

    2025
  • 39
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ვთქვით, რომ პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს, ის არ შეიქმნება, ეს ადგილი ჩვენია

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ვთქვით, რომ პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს, ის არ შეიქმნება, ეს ადგილი ჩვენია

პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ტერიტორია ისრაელს ეკუთვნის.

„ჩვენ ვთქვით, რომ პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს. მართლაც, ის არ შეიქმნება! ეს ადგილი ჩვენია. ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს მემკვიდრეობაზე, ჩვენს მიწასა და მის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერმა ადუმიმის დასახლების მოსალოდნელი გაფართოებაც დააანონსა.

„ადუმიმის დასახლება გაორმაგდება. ხუთ წელიწადში აქ 70 000 ადამიანი იქნება. ეს უზარმაზარი ცვლილება იქნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ივლისში საფრანგეთის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სექტემბერში გაერო-ს ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებდნენ. ეს გადაწყვეტილება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და კანადის მთავრობის პოზიციის ცვლილებას „ჰამასისთვის“ გადაცემული ჯილდო უწოდა. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ეს პოზიცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების მცდელობას ხელს შეუშლის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor