• March

    17

    2026
  • 49
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია

ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.

„არსებობს თანამშრომლობა ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, ჩვენს საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის. ჩვენ დავეხმარებით როგორც არაპირდაპირი თავდასხმებით, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს ირანის რეჟიმზე, ასევე პირდაპირი ქმედებებით. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია. ჩვენ ომს სტრატეგიების მეშვეობით ვაწარმოებთ. აქ ყველა სტრატეგიას არ გავამხელთ, მაგრამ, როგორც გითხარით, ისინი მრავლადაა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი კოლაფსის ზღვარზე იყო, ახლა კი ძლიერ ძალას წარმოადგენს.

„ჩვენ მივაღწიეთ ისეთ მდგომარეობას, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც კოლაფსის ზღვარზე ვიყავით, უკვე ვართ ძლიერი ძალა, თითქმის მსოფლიო დონეზე, ჩვენს მოკავშირესთან ერთად, რომელიც გლობალური სუპერსახელმწიფოა და ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით. ეს უკვე უზარმაზარი მიღწევაა იმ საფრთხის ფონზე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გარდა ამისა, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი და „ბასიჯის“ მეთაური ლიკვიდირებულები არიან.

„ჩვენ ძირს ვუთხრით ამ რეჟიმს იმ იმედით, რომ ირანელ ხალხს მისი ჩამოშორების შესაძლებლობას მივცემთ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, მათ მივცემთ შესაძლებლობას, საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღონ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor