• December

    14

    2023
  • 128
  • 0

ბექა დავითულიანი – სალომე ზურაბიშვილს დიდი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს იმედი არ აქვს, რომ საარჩევნოდ რაიმეს მიაღწევს და პროცესების რადიკალიზებას შეეცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს დიდი პოლიტიკური პერსპექტივა არ ექნება.

„სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, „არა და არასოდეს“, მაგრამ დღეს მას და მის გარშემო გაერთიანებულებს არჩევნებზე წარდგენის ორი გზა აქვთ – სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული სხვა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები და არჩევნებზე ამ ფორმით წარსდგნენ, ან კიდევ უფრო მეტი რადიკალური პროცესებისთვის თავის განცხადებას გადააბიჯოს, სააკაშვილი შეიწყალოს და წარმოაჩინოს, როგორც ოპოზიციის ლიდერი. ეს როგორ უნდა გამოვიდეს, როცა სააკაშვილი დღეს საქართველოს მოქალაქე არ არის, არ ვიცი. ზურაბიშვილს რომ არ ნდომოდა, რომ სააკაშვილი ციხეში ყოფილიყო, აქამდე გაუშვებდა. მის ციხეში ჯდომაზე პრობლემა არასოდეს ჰქონდა, უბრალოდ, მისი პოლიტიკური ტაქტიკა იქნება, თუ ციხიდან გამოუშვებს. როგორც ჩანს, იმის იმედი არ აქვს, რომ საარჩევნოდ რაიმეს მიაღწევს და ამიტომ პროცესების რადიკალიზებას შეეცდება. ჩემი აზრით, მას დიდი პოლიტიკური პერსპექტივა არ ექნება“, – განაცხადა დავითულიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor