• December

    5

    2023
  • 117
  • 0
ბექა ოდიშარია – ვწუხვარ, მაგრამ ოპოზიციური ფლანგი, პრაქტიკულად, არ არსებობს, როგორც ზეთი და წყალი არ აირევა ერთმანეთში, ისე ეს ხალხი ვერ გაერთიანდება

ბექა ოდიშარია – ვწუხვარ, მაგრამ ოპოზიციური ფლანგი, პრაქტიკულად, არ არსებობს, როგორც ზეთი და წყალი არ აირევა ერთმანეთში, ისე ეს ხალხი ვერ გაერთიანდება

ვწუხვარ, მაგრამ ოპოზიციური ფლანგი, პრაქტიკულად, არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარიას თქმით, ეს ხალხი მხოლოდ მავნებლობაზეა ორიენტირებული.

„ზოგიერთი მოლაპარაკე თავები საუბრობენ, რომ სულაც არ ეშინიათ ხუთპროცენტიანი ბარიერის, პირიქით, ათი და 15-პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ითხოვენ. იმავე პარტიების სხვა სპიკერები საუბრობენ, რომ აუცილებელია, ბარიერი დაიწიოს. არავითარ შემთხვევაში. პლურალიზმის ნაცვლად, მივიღეთ აბსოლუტური ქაოსი, ადამიანების უსაქმურობა, თვეობით არ მონაწილეობდნენ პროცესში, ბოიკოტირებდნენ 12 რეკომენდაციას. ეს ხალხი მხოლოდ მავნებლობაზეა ორიენტირებული. როგორც ზეთი და წყალი არ აირევა ერთმანეთში, ისე ეს ხალხი ვერ გაერთიანდება, რადგან სძულთ ერთმანეთი. პარტია „საქართველოსათვის“ და „ლელოს“ ლიდერებს ეს გაცხადებული აქვთ.

რაც შეეხება ერთპროცენტიან პარტიებს, გაერთიანდნენ, მოსინჯონ მაინც, სხვა შანსი მაინც არ აქვთ. მაგალითად, ძალიან ჭკვიანურად მოიქცა ე.წ. სტრატეგია აღმაშენებელი. სოციალური კვლევების მეშვეობით თავიანთი რეიტინგები როცა გაზომეს, მიხვდნენ, რომ ერთ პროცენტს ვერ უყრიდნენ თავს და ბუნებრივად მიეწებნენ ორბიტაზე „ნაციონალურ მოძრაობას“. ამასობაში, არ გაუმართლათ და „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ იშლება ხუთ და ათპროცენტიან პარტიებად, ნაკრებებად. ვწუხვარ, მაგრამ ოპოზიციური ფლანგი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ამავე დროს, მიხარია, რომ ადამიანები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ყოფნას და ქართველი ხალხის სახელით საუბარს არ იმსახურებენ, მალე გადარეცხილი იქნებიან პოლიტიკური ლანდშაფტიდან. იმედი მაქვს, ამ ველზე ჯანსაღი, ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები შემოვლენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor