• November

    29

    2023
  • 144
  • 0

ბექა ოდიშარია – ივანიშვილი თურმე რუსეთისკენ მიგვიძღვის, ამ დროს, მისი გაპრემიერების შემდეგ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ახლა კანდიდატის სტატუსს მივიღებთ

ეს არის უნიჭო, არაკორექტული და არაპროფესიონალი პუბლიკაცია. ყველა რედაქციაში, მათ შორის საქართველოშიც ერთი-ორი უნიჭო, არაპროფესინალი ადამიანია, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს, ამ დროს არის თხუპნია და წარმოდგენა არ აქვს თავად ჟურნალისტიკაზე, ან ეს სტატია დაფინანსებულია მილიონებით, რომლითაც ფინანსდებოდა სააკაშვილის გამოცხადებული სიკვდილის ვითომცდა ეს ქრონიკა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას დაუსვეს შეკითხვა, რომლის მიხედვითაც, გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატიაში ბიძინა ივანიშვილზე ნეგატიურ კონტექსტშია საუბარი და არაფორმალურ მმართველადაა მოხსენიებული.

„ხალხი ფულს იხდის, რომ ქვეყანა დაზიანდეს. თურმე, ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ რუსეთისკენ მიგვიძღვის და ამ დროს, მისი გაპრემიერების შემდგომ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ახლა კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. „პოლიტიკოს“ ვიღაცის მიერ ნაყიდ ხელის ბიჭს, გოგოს, თუ რედაქციის იმ ნაწილს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს და არც აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი, ნამდვილად სერიოზულად ვერ აღვიქვამთ. ურჩევნიათ, ენას კბილი დააჭირონ, კალმები ჩაიდონ და თავიანთ ჯიბეებში შეინახონ“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor