• March

    27

    2024
  • 122
  • 0
ბექა ოდიშარია – სააკაშვილს ვეთანხმები, „კოლექტიური ნაცები“ ნამდვილად ძალიან ახლოს არიან, 2024 წლის შემოდგომაზე კატასტროფული მარცხი იწვნიონ

ბექა ოდიშარია – სააკაშვილს ვეთანხმები, „კოლექტიური ნაცები“ ნამდვილად ძალიან ახლოს არიან, 2024 წლის შემოდგომაზე კატასტროფული მარცხი იწვნიონ

მსჯავრდებულ სააკაშვილს ვეთანხმები, „კოლექტიური ნაცები“ ნამდვილად ძალიან ახლოს არიან, 2024 წლის შემოდგომაზე კატასტროფული მარცხი იწვნიონ, რაც იმას გულისხმობს, რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნული ბრძოლა და გამარჯვება“.

„მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ მისი პარტიის მენეჯმენტი თუ გააგრძელებს ისე, როგორც ახლა იქცევა – ზევით-ქვევით ირბინეს კარტოფილებით, ბარკლებით – და არ მიხედეს რეალურ საქმეს, არ ჩაერთნენ რეალურ პოლიტიკაში, შეიძლება, საარჩევნო ბარიერი მათაც ვერ გადალახონ. ყველა ერთად კარგი გზით მიდის, სწორი კალაპოტით და ამ კალაპოტში, რომელიც მარცხისკენ მიდის, ზურგის ქარს ვუსურვებთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor