
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ბიბისი“ – კირ სტარმერი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტის მიწოდებისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დღეს ლონდონში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტის მიწოდებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
კირ სტარმერი ლონდონში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შეხვდება.
სამიტს დაესწრებიან ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, სამიტი ნაწილობრივ ვირტუალური იქნება და შეხვედრას ვიდეოჩართვით დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კიდევ რამდენიმე ლიდერი.
„ამ კონფლიქტში ერთადერთი ადამიანი, ვისაც არ სურს ომის შეჩერება, არის პრეზიდენტი პუტინი. მიმდინარე კვირაში საბავშვო ბაღზე განხორციელებული დარტყმები ამას ნათლად აჩვენებს“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, დღეს სტარმერი ასევე გამოაცხადებს, რომ უკრაინას დაგეგმილზე ადრე, დამატებით საჰაერო თავდაცვის 100 რაკეტას გადასცემს.





