• October

    27

    2024
  • 72
  • 0

„ბიბისი“ – ოფიციალური პროგნოზების მიხედვით, არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს, თუ პროგნოზი გამართლდება, ეს ჩაშლის ოპოზიციის იმედებს ოთხი ბლოკისგან შემდგარი კოალიციის შექმნაზე

„ბიბისი“ საქართველოში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ოფიციალური პროგნოზების მიხედვით, გადამწყვეტ არჩევნებში საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზეა ფოკუსირებული.

„როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ხმების თითქმის 53%-ს იღებს დათვლილი ხმების ორ მესამედზე დაფუძნებული პროგნოზის თანახმად. ოპოზიციამ მიმდინარე არჩევნები შეაფასა, როგორც არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ბევრი თვლიდა, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მას შემდეგ, რაც ქართველებმა 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი. თუ პროგნოზი გამართლდება, „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, რაც ჩაშლის ოპოზიციის იმედებს ოთხი ბლოკისგან შემდგარი კოალიციის შექმნის თაობაზე“, – აღნიშნულია „ბიბისის“ სტატიაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor