
ბიქტორ გვეტაძე : ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწარმოებს გააზრებულ და გონივრულ მშვიდობის პოლიტიკას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან”
,,ქართულ ოცნებაში” ახალგაზრდული ენერგიის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ გვევლინება ბიქტორ გვეტაძე – ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის აქტიურობა და პოლიტიკური ხედვა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბოლო წლებში. გვეტაძისთვის მთავარი ფასეულობები სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, სუვერენულ გადაწყვეტილებებს და განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას უკავშირდება.
ამ ბლიც ინტერვიუში ბატონ ბიქტორთან ვსაუბრობთ იმ გზავნილებზე, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოლიტიკაში იკვეთება.
როგორ აფასებს პრემიერის გრძელვადიან სტრატეგიას, რას ფიქრობს საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე და როგორ ხედავს ახალგაზრდული თაობა აშშ-სთან ურთიერთობების ეტაპობრივად გადატვირთვის შესაძლებლობას, ქართულ ინტერესებზე მორგებული ახალი ჩარჩოს ფარგლებში ?
-ძალიან კარგად ჩანდა, რომ ამერიკა არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი და ისიც გადასარევად ჩანდა თუ როგორ უჭერს მხარს საქართველოს მთავრობას. რა თქმა უნდა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთება, რაც აუცილებელი აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ უსამართლოდ დაშვებული შეცდომების გამო გახდა.
რაც შეეხება მთავრობის მიდგომებს ამ მიმართულებით, პრემიერ-მინისტრი ძალიან ჭკვიანი და გაწონასწორებულია და სწორად და ღირსეულად მიიყვანა ქვეყანა მშვიდობისკენ. ამას ამერიკა ხედავს და მალე ყველაფერი პოზიტივისკენ წავა – საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობა უკეთესი და მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.
-რაც დესტრუქციულ ოპოზიციას – მელიებს, გირჩებს და სხვებს მოსვენებას არ აძლევს….ფაქტობრივად, ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების დათბობის მცდელობის შემდეგ, იმდენად გამოვიდნენ წყობილებიდან, რომ საკუთარი ფეხით გაიქცნენ ციხეში, რაც საქართველოსთვის ნეგატიური რეპუტაციის შექმნის მცდელობას ემსახურება…
-რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, შანსი არ ჰქონდათ და ტრამპის ადმინისტრაციის წერილის შემდეგ საერთოდ ნულოვანნი გახდნენ და, რა თქმა უნდა, სპეციალურად აჭერინებენ თავს, რომ რეიტინგი მოემატოთ და მსხვერპლნი გამოჩნდნენ ხალხის თვალში, მაგრამ ქართველი ხალხი გონიერია და იცის მშვიდობის ფასი !
-დაბოლოს, საქართველო ახალ ეტაპზე გადადის ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით, ქვეყანაში ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებასა და მოხმარებისთვის საჭირო ნივთიერებების ფლობასთან დაკავშირებით მკაცრი პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს, ესეც რომ შეგვიფასოთ….
-რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
მთავრობამ გონივრულად და კარგად დაიწყო ნარკოპოლოტიკის წინააღმდეგ ბრძოლა და მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს !
ქეთი ხომერიკი