
ბიქტორ გვეტაძე : ,,ყველა ქართველი, სტიქიის დროს ჩვენს ხალხს უნდა დავეხმაროთ”
,,ქართული ოცნების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბიქტორ გვეტაძემ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან და პარტიის ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, გია ბასილაძესთან ერთად უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩების გაწმენდით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
თოვლის საფარისგან გაიწმინდა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის სახურავები და საავტომობილო გზები.
ბიქტორ გვეტაძე : არაფერს არ დავწერ, უბრალოდ ყველა ქართველი, სტიქიის დროს ჩვენს ხალხს უნდა დავეხმაროთ.
მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით შექმნილია საკოორდინაციო შტაბი და მოსახლეობის დახმარების მიზნით პროცესში ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მონაწილეობს.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ





