• July

    16

    2024
  • 53
  • 0
ბიძინა ივანიშვილი – დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას

ბიძინა ივანიშვილი – დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას

დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია, ვინაიდან ამომრჩეველი საქართველოში და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ გათვითცნობიერებულია.

„წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამომრჩეველი არასდროს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გარშემო ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასეთ პირობებში დღეს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას. ურთულესი გამოწვევებისა და უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრის შესაძლებლობა მოგვცა სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომამ, რომელმაც, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის არაერთი ტალღის მიუხედავად, შეცდომა არ დაუშვა და საქართველო იმ ტრაგედიისგან დაიცვა, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინაში დატრიალდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor