• August

    21

    2024
  • 87
  • 0
ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტპროპაგანდას დაუპირისპირდება

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტპროპაგანდას დაუპირისპირდება

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განმარტა, თუ რატომ სჭირდება მმართველ გუნდს 26 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რის შედეგადაც საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ წყვილის მიერ შვილის აყვანა და სხვა.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტპროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება.

საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ეგრეთწოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტპროპაგანდის წარმოება და სხვა. ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ, ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკვე აქვს უმძიმესი შედეგები მრავალ ქვეყანაში და, ამდენად, საქართველოში მის გავრცელებას პრინციპულად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor