• September

    8

    2024
  • 51
  • 0
ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – 4:1 ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული დამაჯერებელი გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ უზომოდ გაგვახარა

ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – 4:1 ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული დამაჯერებელი გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ უზომოდ გაგვახარა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ივანიშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი, ნაკრების ფეხბურთელებმა ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარეს.

„გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას. 4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი. ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება“, – ნათქვამია ივანიშვილის წერილში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor