
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სიყვარულისთვის დასანქცირდა
ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია აშშ-ს მიერ, რითაც ფაქტობრივად დადასტურდა ის მოცემულობა, რომ სწორედაც კოლექტიური დასავლეთი ცდილობს საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებას და რევოლუციის მოწყობას.
გასაოცარია, რომ სწორედ ბატონი ბიძინას ლომის წილია საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში და ეს ამდაგვარად ,,დაუფასდა” – სანქციების სიაში ოფიციალურად ჩაიწერა, თორემ დე ფაქტო სანქცირებული ბატონი ბიძინა ისედაც იყო, რის თაობაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა.
არსებითია, რომ საქართველოს მოსახლეობამ კარგად გააცნობიეროს თუ რამდენად განუკითხავი ნაბიჯი გადადგა ამერიკამ არამარტო პირადად ივანიშვილის მიმართ, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, რითაც მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერი, რომელიც ოფიციალურად დასანქცირებულია.
ამავდროულად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ სანქციების შედეგად დაიბლოკა ივანიშვილის მიერ შვეიცარული ბანკისათვის სასამართლოში მოგებული თანხის ბიძინასთვის დაბრუნების საკითხი.
დასკვნის სახით დავძენთ, რომ არასოდეს ბიძინა ივანიშვილს არ დაუწუწუნია საქართველოს გამო მის მიმართ არსებული დასავლეთიდან მომავალი ზეწოლის ფაქტებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბატონი ბიძინა ახერხებს საკუთარი თავი ისტორიულ პერსპექტივაში დაინახოს და გაიაზროს მისი ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსათვის ამ ძნელბედობის ჟამს, რაც ამ ადამიანის გამორჩეულ გონსა და პატრიოტიზმზე მეტყველებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა არ ივაჭრა საქართველოში მშვიდობით, საქართველო არ გაყიდა, არ დაამსგავსა ჩვენი ქვეყანა უკრაინას და არსებითად დიდ კონფლიქტს გადაგვარჩინა, რის გამოც კოლექტიურმა დასავლეთმა დასაჯა.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





