• September

    11

    2025
  • 71
  • 0
„ბლუმბერგი“ – დრონებისგან დასაცავად პოლონეთი ნატო-ს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს

„ბლუმბერგი“ – დრონებისგან დასაცავად პოლონეთი ნატო-ს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს

დრონებისგან დასაცავად პოლონეთი ნატო-ს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შესაბამისი თხოვნით ვარშავამ ნატო-ს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს. ამ თემაზე პოლონეთის მთავრობამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან კონსულტაციები გამართა.

„ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ფინეთი და ბალტიის ქვეყნები – ყველა მოკავშირე მზად არის, მხარი დაგვიჭირონ და მათ კონკრეტული წინადადებები წარადგინეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშმა.

ნიდერლანდების მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოს პოლონეთს გადასცემს ორ ერთეულ ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემა „პარტიორტს“, უპილოტოებთან ბრძოლის საშუალებებს და ასევე პოლონეთში გააგზავნის 300 სამხედრო მოსამსახურეს.

ჩეხეთი პოლონეთს სამი ვერტმფრენის გადაცემას დაჰპირდა, რომლებიც ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, დაეხმარება ვარშავას საშუალო სიმაღლეზე მფრენი უპილოტოებისგან თავდაცვაში.

„ბლუმბერგის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთი პოლონეთში „ტაიფუნის“ ტიპის სამი ავიაგამანადგურებლის დაბრუნებას განიხილავს. ეს თვითმფრინავები მანამდე პოლონეთის საჰაერო სივრცის პატრულირების ნატო-ს მისიაში მონაწილეობდნენ.

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთს განსაკუთრებით სჭირდება „პატრიოტის“ სისტემები. მისივე თქმით, დრონები არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეს რუსეთისგან ემუქრება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor