• July

    6

    2024
  • 71
  • 0
„ბლუმბერგი“ – ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტის კრიტიკის გამო ბუდაპეშტმა გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა

„ბლუმბერგი“ – ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტის კრიტიკის გამო ბუდაპეშტმა გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა

გერმანიაში აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტის კრიტიკის გამო ბუდაპეშტმა გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ბუდაპეშტმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო, წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააუქმა, რამაც ბერლინის გაოცება გამოიწვია.

ამასთან, „როიტერთან “ საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უნგრეთისა და გერმანიის საგარეო მინისტრების შეხვედრა გადაიდო. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ორბანზე არაა დამოკიდებული.

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა უნგრეთის მთავრობის მეთაურს 5 ივლისს უმასპინძლა. პუტინისა და ორბანის შეხვედრაზე მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომიც იყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor