• August

    8

    2025
  • 50
  • 0
„ბლუმბერგი“ – პუტინს ტრამპთან შეხვედრაზე ექნება შეთავაზება, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარის გაყვანა მოხდეს, სანაცვლოდ მოსკოვი ზაპოროჟიესა და ხერსონზე შეტევას შეაჩერებს

„ბლუმბერგი“ – პუტინს ტრამპთან შეხვედრაზე ექნება შეთავაზება, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარის გაყვანა მოხდეს, სანაცვლოდ მოსკოვი ზაპოროჟიესა და ხერსონზე შეტევას შეაჩერებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისაგან მოითხოვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარის გაყვანას, სანაცვლოდ კი მოსკოვი ზაპოროჟიესა და ხერსონზე შეტევას შეაჩერებს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს 

როგორც სააგენტო წერს, ასეთი შეთავაზება ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ექნება.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გაიმართება.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ მუშაობს იმაზე, რომ შეთავაზების შემთხვევაში, სავარაუდო გარიგების გაფორმებაზე თანხმობა კიევისგან და მისი ევროპელი მოკავშირეებისგან მიიღოს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, შეთანხმების მიზანია კონფლიქტის გაყინვა და გრძელვადიანი სამშვიდობო დარეგულირებისთვის მოლაპარაკებისთვის გზის გახსნა.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ევროპის მხრიდან ასეთ გეგმაზე თანხმობის მიღების საკითხი ჯერ გაურკვეველია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor