• July

    28

    2025
  • 210
  • 0
„ბნელეთის პოლკოვნიკი“ კახაბერ რაზმაძე და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ქრონიკები

„ბნელეთის პოლკოვნიკი“ კახაბერ რაზმაძე და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ქრონიკები

თუ ჰომეროსის „ილიადაში“ ღმერთებმა ადამიანური ომების დროს ხან ერთ მხარეს გადაინაცვლეს, ხან მეორეზე, ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე უბანში, ძალაუფლების საკუთარ ზეცაში განმარტოებული პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე შერლოკ ჰოლმსის მოწინააღმდეგე პროფესორ მორიარტივით მოქმედებს – ჩრდილიდან, აუღელვებლად და, როგორც ამბობენ, სრულიად უკონტროლოდ.

ძალაუფლების ობელისკი ვაგზალზე : 

,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა საგანგაშო ტენდენცია – ჩვენი რესპონდენტების, ( რომლებიც ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ ) თქმით, პოლკოვნიკი რაზმაძე წლებია ახორციელებს ტოტალურ ზეწოლას მცირე მეწარმეებზე ვაგზლის მიმდებარედ. საუბარია სავაჭრო ობიექტებზე, სადაც იყიდება ბლუთუზ ყურსასმენები, ტელეფონის ქეისები, დამტენები და სხვა ტექნიკური აქსესუარები.

როგორც ჩანს, პოლკოვნიკს მერკურივით სწრაფი თითები აქვს. მოქალაქეთა თქმით, ის ხშირად „აკონფისკებს“ ( უფრო ზუსტად – ართმევს ) აღნიშნულ ნივთებს ყოველგვარი აქტისა და სამართლებრივი პროცედურის გარეშე.  ყველაზე მოულოდნელად კი ეს ყველაფერი არა ოფიცრის უფლებამოსილების ფარგლებში, არამედ პირადი დაუსჯელობის განცდით ხდება.

„დიდუბე-ჩუღურეთის რაგნაროკი“…

ის, რაც შიგნით ხდება დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში კახაბერ რაზმაძის ფაქტორიდან გამომდინარე, ჰგავს სკანდინავიურ მითოლოგიაში აღწერილ ღმერთების უკანასკნელ ომს – რაგნაროკს. არადა, ამ სამმართველოში ღირსეული და პროფესიონალი სამართალდამცავები მუშაობენ….

ჩვენ მივიღეთ სიგნალები თავად დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებისგანაც :

როგორც ჩანს, პოლკოვნიკი რაზმაძე სისტემატურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ტერორს საკუთარ კოლეგებზე. რამდენიმე ოფიცერმა ანონიმურად გვითხრა, რომ „დღეს-ხვალ ელიან რაზმაძის წასვლას“, ხოლო მის მთავარ მოტივაციად კი სახელდება მხოლოდ ერთი რამ : პოსტის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ წარსულში პოლკოვნიკი რაზმაძე მსახურობდა საგამოძიებო სამსახურში, კონკრეტულად კი მკვლელობათა განყოფილებაში, სადაც როგორც ცნობილია, ის ძლიერ მფარველობას ეზიარა.

მფარველის სახელი ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ საჯაროდ დასახელებისგან. ცნობილია ისიც, რომ ეს მფარველი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მაღალი რანგის გავლენიანი ოფიცერი იყო და მის გავლენას დღემდე ცნობენ სამმართველოებში.

თუმცა, დღეს ეს მფარველი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ხოლო რაზმაძე, როგორც ოდესღაც სკორსეზეს ტრევის ბიკლი მარტოსულად, ანდა როგორც რონინი, თავისი პატრონის გარეშე დარჩენილი სევდიანი მეომარი გახლავთ და  მზადაა ნებისმიერი „ბინძური საქმეც“ შეასრულოს, ოღონდ არ ჩამოშორდეს ძალაუფლების ოლიმპს.

შურისძიება და „შეიარაღებული შემაკავებელი ორდერი“ : 

რამდენიმე თვის წინ, კულუარული ინფორმაციის თანახმად, რაზმაძის დაწინაურების მცდელობას უარი მოჰყვა – როგორც ჩანს, სამინისტრომ მისი თანამდებობრივი „სიმწიფე“ საკმარისად არ შეაფასა. სწორედ ამ პერიოდის შემდგომ, დაიწყო საეჭვოდ დამთხვევადი მოვლენები.

,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის მიმართ დაიწყო სისტემური ზეწოლა, რომლის ინსტრუმენტადაც გამოიყენებოდა ( რაზმაძის მხრიდან ) ფსიქოლოგიური ზემოქმედება მისი ოჯახის წევრებზეც კი.

ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პუნქტი იყო შემთხვევა, როდესაც რაზმაძემ ჩვენი იურისტი, გამომძიებელი ჟურნალისტი და ჩვენი დამფუძნებლის მეუღლე, ირაკლი კერესელიძე დაარწმუნა, რომ თავის ცოლზე, ქეთევან ხომერიკზე – ჟურნალისტზე და ,,GEO NEWS”-ის მფლობელზე მოეთხოვა შემაკავებელი ორდერი. როგორც კერესელიძე მოგვიანებით აღიარებს, იგი პროვოცირებული და მორალურად დაბნეული იყო იმ დროისთვის და „შეიარაღებულად მიკარნახებულმა ორდერმა“ სწორედ რაზმაძის ინსტრუქციით მიიღო სამართლებრივი ფორმა.
საინტერესოა, რომ სწორედ ამ ორდერის გამოცემის შემდგომ რაზმაძე მოულოდნელად გახდა „კეთილგანწყობილი ინფორმატორი“ და დაძაბულ ოჯახურ ვითარებაში შეიტანა დაპირისპირების კიდევ მეტი ელემენტები, რაც პროფესიული ეთიკისა და სამსახურებრივი ინტერესების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

არც შექსპირი იტყოდა უარს ასეთ პერსონაჟზე ! 

შესაძლოა პოლკოვნიკი რაზმაძე თანამედროვე იაგოა – ფარულ ზრახვებში გახვეული პერსონაჟი, რომელიც შურისძიებითა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილია. ის ასევე გავს კუნცეს – პრუსიის პოლიციურ მთავარსა და ფრანც კაფკას „სასამართლოს“ ბიუროკრატს, რომელიც სჯის, მართავს და თავად არის დანაშაულებრივი სისტემის ძარღვი.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ცდილობენ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, შსს-ის რიგებში დამკვიდრებული მსგავსი „დამნაშავე მითიური ფიგურები“ ქმნიან ე.წ. შიდა დისბალანსს – აფერხებენ რეფორმებს და ნერგავენ შიშზე დაფუძნებულ ადმინისტრირებას.

დასკვნა — სამსჯავრო ახლოვდება ?

რაზმაძის „საგმირო საქმეების“ შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ფაქტებიც, რაც უახლოეს პუბლიკაციაში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. მანამდე კი, ,,GEO NEWS”, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ კეთილგანწყობილი და ანგარიშვალდებული მედია, საჯაროდ ითხოვს :

-შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ შეისწავლოს რაზმაძის საქმიანობის კანონიერება ;

-სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ შეაფასონ კიბერბულინგის დანაშაულებზე რაზმაძის შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობა ;

-შსს-ს ხელმძღვანელობამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება შიდა ლუსტრაციის პროცესის გასაღრმავებლად.

დაბოლოს, მინოტავრის ( ვაგზლისა და რაზმაძის ) ლაბირინთში გაყინულთათვის პატარა რჩევა :

შეიძლება პოლკოვნიკი რაზმაძე ამ ეტაპზე წარმოადგენდეს მინოტავრს, რომელიც სისტემაში დევნის და შიშის სიმბოლოდ იქცა, თუმცა, როგორც მითში, ადრე თუ გვიან, ჩამოწვება მის გარშემო სიბნელე და გამოჩნდება ის თეზევსი, ვინც ძაფის ბოლოს იპოვის – სიმართლის ძაფის.

,,GEO NEWS” ამას არ შეწყვეტს და რაზმაძეს ბოლომდე ამხელს.

P.S. მკითხველს შევახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ, პროკურატურამ ჩვენი დამფუძნებელი – ჩვენი იურისტიც გამოკითხა, შსს-ის გენერალური ინსპექცია კი მოკვლევას განაგრძობს და განაგრძობს….

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor