• January

    10

    2025
  • 108
  • 0
ბოლო ცნობები ცეცხლის ალში გახვეული კალიფორნიიდან

ბოლო ცნობები ცეცხლის ალში გახვეული კალიფორნიიდან

ათასობით ევაკუირებული, განადგურებული სახლები და ინფრასტრუქტურა, დამწვარი მანქანები, ასეთი ვითარებაა კალიფორნიაში სტიქიის მე-5 დღეს, სადაც ხანძარი მძვინვარებს.

7 იანვარს დაწყებულ მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდა საჭირო. სამაშველო სამსახურები სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც მუშაობენ.

კალიფორნიის გარდა, ხანძარს ებრძვიან ლოს-ანჯელესშიც, სადაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი კვლავ სტიქიის ზონაში რჩება. ლოს-ანჯელესში ხანძარმა გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მათ შორის ამერიკელი ვარსკვლავების საცხოვრებელი სახლები. ბოლო ცნობებით, ცეცხლი ექვს ლოკაციაზეა გავრცელებული. ხანძრის ქრობის პროცესს კი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობა ართულებს.

სტიქიის ზონაში ჩავიდა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაესაუბრა აშშ-ის ჯერ კიდევ მომქმედი პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ის დაზარალებულებს დაეხმარება.

სტიქიას ვაშინგტონიდან გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალ ტრამპი, რომელმაც კალიფორნიის გუბერნატორი არასწორი რეაგირების გამო, გააკრიტიკა.

ამ დროის მონაცემებით, მასშტაბური ხანძრებით გამოწვეულმა ზარალმა 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor