
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ეკონომიკური შეთანხმების შესახებ პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური შეთანხმების შესახებ პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს შესაძლო ეკონომიკური შეთანხმება და აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გაგრძელდება.
„უკრაინის საკითხის განხილვისას პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია პროდუქტიული დისკუსიების შესახებ, რომლებიც მიმდინარე კვირაში პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გაიმართა. ლიდერები შეთანხმდნენ პუტინზე კოლექტიური ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ამასთან, ისინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კავშირზე დარჩებიან“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.





