• September

    30

    2023
  • 85
  • 0
ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს აკრძალავს

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს აკრძალავს

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს. ამის შესახებ ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, კირილ ვატესის კომუნიკეშია აღნიშნული.

როგორც კომუნიკეშია მითითებული, ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას, ნიკოლაი სოლსკს გააცნო მთავრობასა და ფერმერთა საინიციატივო კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც უკრაინიდან მზესუმზირის იმპორტის აკრძალვას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს.

ამის შემდეგ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლისთვის უნდა ამოქმედდეს ლიცენზირების რეჟიმი, რომელიც უკრაინამ შესთავაზა ევროკომისიასა და მეზობელ ქვეყნებს შიდა ბაზრების დასაცავად.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მონაცემების მუდმივი გაცვლა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის შესახებ. ორივე სამინისტროს ექსპერტები ყოველკვირეულად გაცვლიან ინფორმაციას გარკვეული ჯგუფის საქონლის იმპორტისა და ექსპორტის შესახებ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor