
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბუქარესტში მამაკაცმა რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ავტომობილით შეჭრა სცადა
ბუქარესტში ღამით მამაკაცმა რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ავტომობილით შეჭრა სცადა.
როგორც Digi24 სამართალდამცველ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით წერს, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს, თუმცა ავტომობილის მართვის უფლება შეუჩერეს.
რუმინეთის მოქალაქე 53 წლის მამაკაცი საელჩოს დაცვამ გააჩერა. განგაშის შემდეგ ადგილზე ჟანდარმერიის დანაყოფები მივიდნენ. მოქალაქემ თავდაპირველად მიმალვა სცადა, თუმცა ადგილზე მისულმა საგანგებო სამსახურებმა მისი მანქანა დაბლოკეს და კაცი სამართალდამცველებს ჩაბარდა.
რუმინეთის ჟანდარმერიაში აცხადებენ, რომ დიპლომატიური ობიექტის უსაფრთხოებისთვის საშიშროება არ შექმნილა, არც საელჩოსთვის არის მიყენებული მატერიალური ზიანი.





