• January

    7

    2025
  • 114
  • 0
გადადებული ვიზიტი და რადიკალების პოლიტიკური ფსკერი

გადადებული ვიზიტი და რადიკალების პოლიტიკური ფსკერი

რადიკალური ოპოზიციის წნეხის შემდეგ 6-8 იანვარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გაუქმებულია. აღნიშნულის შესახებ თავად პია კაუმამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ვიზიტი გადაიდო, თუმცა ის გამონახავს შესაბამის დროს, ჩამოვა საქართველოში და შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წამომადგენლებს.

კაუმას მიერ გავრცელებულ დამატებით განმარტებაში ნათქვამია, რომ ეუთო/ოდირი მზად არის საქართველოს ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმაც მზაობა არაერთხელ გამოთქვა.

ჯერ კიდევ ვიზიტის გადადებამდე, მაღალი რანგის სტუმრის შესაძლო ჩამოსვლას, მძიმე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციაში. რადიკალები საფუძვლიანმა შიშმა შეიბყრო, რომ პია კაუმი, მისი ორგანიზაციის ფარგლებში, ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს, რაც მათ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რომლის მიზანი სახელისუფლებო გუნდზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას გულისხმობს. ვიზიტის გაუქმებამდე, თბილისიდან მაღალი რანგის სტუმრის სახელზე ორი წერილი გაიგზავნა, უკვე ყოფილი პრეზიდენტისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. დესტრუქციული ძალები გაგზავნილ წერილში წერდნენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, პია კაუმის ვიზიტს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

ის რომ მსგავსი ქმედება ჩავარდნილი ,,ნაცმაიდანის” შემდეგ განსაკუთრებით აქტიურია რადიკალურ ფლანგზე, კარგად იციან მმართველ გუნდში.

,,ქართული ოცნება” ამ შემთხვევასთან პარალელს რამდენიმე კვირის წინ თბილისში ჩამოსულ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტთან ავლებს – მაღალჩინოსანმა რადიკალების კრიტიკა და შეხვედრაზე უარი მას შემდეგ დაიმსახურა, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეუთო/ოდირმა კი საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნები აღიარა, თქვა რომ არჩევნები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და კენჭისყრის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რატომ გახდა რადიკალების მხრიდან, თავდასხმის ობიექტი კიდევ ერთი მაღალი რანგის სტუმარი.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor